Saturday, July 9, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელწოდება:   "განათლება ინგლისსა და საქართველოში".
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:  მოსწავლეებმა გაიგონ თუ როგორი განათლების სისტემაა ინგლისში და შეადარონ თავიანთი ქვეყნის განათლების სისტემას.
3. პროექტის აქტუალობა:  ეს თემა აქტუალურია იმით,რომ ბავშვებს უვითარდებათ კვლევა–ძიების უნარი.იგებენ თუ როგორი სახით იღებენ მათი თანატოლები განათლებას ინგლისში.
4. პროექტის მიზნები:  პროექტის მიზანია გაიგონ მოსწავლეებმა თავიანთი ქვეყნის განათლების სისტემა,ინგლისის განათლების სისტემა,შეადარონ ერთმანეთს.იპოვონ განსხვავებები და საერთო.იმსჯელონ,თუ რომელი ქვეყნის განათლების სისტემა მათთვის უფრო მისაღები და რატომ?
5. მონაწილეთა ასაკი:  14–15 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1–2 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:   ბავშვები უპირველესად გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის განათლების სისტემას.ასევე გაეცნობიან ინგლისის განათლების სისტემას.შეძლებენ იპოვონ მათ შორის საერთო და იმსჯელებენ იმის შესახებ,თუ რომელი ქვეყნის განათლების სისტემაა მათთვის მისაღები.აქედან გამომდინარე ისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. შეიძლება შეიქმნას ბლოგი შექმნილი მასალის მიხედვით,ვებ გვერდი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი,ინტერნეტი,თაბახის ფურცელი,ავტოკალამი,ჟურნალ–გაზეთები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  თავდაპირველად მოსწავლეები ირჩევენ თემას "განათლება ინგლისსა და საქართველოში".შემდგომ ხდება მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად.კლასი იყოფა ორ ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს ეყოლება ლიდერი,რომელიც ყველა მოპოვებულ მასალას შეკრიბავს და დაახარისხებს.ჯგუფი I –ს დავალებაა ინტერნეტში მოიძიონ მასალა ინგლისის განათლების სისტემაზე,ხოლო ჯგუფი II –ს დავალებაა ინტერნეტში მოიძიონ მასალა საქართველოს განათლების სისტემაზე.ლიდერების მოვალეობაა შეკრებილი მასალები დააკომპლექტონ.ამის შემდეგ ორივე ჯგუფი ერთად მსჯელობს და პოულობს საერთოსა და განსხვავებას და კეთდება პრეზენტაცია. თავდაპირველად კეთდება პრეზენტაცია თითოეული ქვეყნის ცალკ–ცალკე,ხოლო პრეზენტაციას გააკეთებენ ჯგუფიდან ნებისმიერი მოსწავლეები.შემდგომ კი ლიდერები გააკეთებენ პრეზენტაციას ორივე ქვეყნის ერთად(ანუ ისაუბრებენ განსხვავებებზე და საერთოზე ორივე ქვეყნის განათლების სისტემაში).შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმით:ის ჯგუფი,რომელსაც ექნება ამომწურავი მასალა მოძიებული და გააკეთებენ საუკეთესო პრეზენტაციას მიიღებენ უმაღლეს შეფასებას. ის ჯგუფი,რომელსაც ექნებათ ამომწურავი მასალა,მაგრამ არ იქნება სრულყოფილი პრეზენტაცია,მიიღებს საშუალო შეფასებას. ხოლო ის ჯგუფი,რომელსაც არ ექნება არც სრულყოფილი მასალა მოძიებული და არც პრეზენტაცია,მიიღებს დაბალ შეფასებას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:   ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ქართული –სხვადასხვა საშუალებებით,ინტერნეტი,ჟურნალ–გაზეთები...მსჯელობის უნარის განვითარება,დისკუსია,პრეზენტაცია. ინგლისური ენა –მოსწავლეები მოიპოვებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას ინგლისურად,თარგმნიან,იმსჯელებენ. საინფორმაციო ტექნოლოგიები–ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება,გაცვლა.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):    ხათუნა წითლაური
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:     x.tsitlauri@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:    khatunatsitlauri@blogspot.com